ბათუმში, სოციალურად დაუცველთა დასახლებაში ხანძარი გაჩნდა - დამწვარია ორი სახლი

09.01.23 10:45
ბათუმში, სოციალურად დაუცველთა დასახლებაში ხანძარი გაჩნდა - დამწვარია ორი სახლი

გაუმართავი ელექტროსადენების გამო ბათუმში სოციალურად დაუცველთა დასახლებაში ხანძარი გაჩნდა.

დამწვარია ორი სახლი. ე.წ. ოცნების ქალაქში ცეცხლი ღამით დაახლოებით 11 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო.