ყველაფერი ცუდი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ მომენტში - გიული ალასანია სასამართლოში მივიდა
მიხეილ სააკაშვილის დედა საქალაქო სასამართლში მივიდა. გიული ალასანიას თქმით, მესამე პრეზიდენტი ძალიან მძიმედ არის და ნებისმიერ დროს შეიძლება ცუდი რამ მოხდეს.
"ცუდად არის, შხამი აქვს ადამიანს ორგანიზმში, სანამ არ მოხდება ამ შხამის ორგანიზმიდან გამოდევნა, ყველაფერი ცუდი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ მომენტში.
სასამართლოს რაც შეეხება იმედი გვაქვს, რომ რაღაც ობიექტურ შედეგამდე მივალთ. მსოფლიო ფეხზე დგას. მიშას ჩართვა არ მოხდება, გამორიცხულია, ფიზიკურად ვერ შეძლეს". - თქვა ალასანიამ.