ყველას მიეზღვება, ვინც უკანონო პატიმრობაში, მის ტანჯვაში, მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა - გიული ალასანია

09.01.23 12:26
ყველას მიეზღვება, ვინც უკანონო პატიმრობაში, მის ტანჯვაში, მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა - გიული ალასანია

"ვივა მედიდან" გამოსული გიული ალასანია შვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველას მიეზღვება, ვინც უკანონო პატიმრობაში, მის ტანჯვაში, მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა.

"სასამართლოები ჭიანურდება სამწუხაროდ, რაც მისთვის ძალიან საზიანოა, მაგრამ ამასობაში გამოვიდა მაკფოლის სტატია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და დაიბეჭდა ჩემი შვილის სტატია wall street journal-ში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ გაისმის ხანდახან ასეთი შენიშვნები, რომ აი სიმულიანტობს, სიმულიანტების და აფერისტების სტატიები იქ არ იბეჭდება, ყველანაირად გაცხრილულია და ზუსტად იციან რას ბეჭდავენ და ვის უბეჭდავენ.  გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია, რომ ბილ ბროუდერი, მონაწილეობს იმ სიის შედგენაში, რომელიც უკვე ეხება მიხეილ სააკაშვილს, მაგნიტსკის სიის მსგავსი შედგება აქ და მე იმედი მაქვს, ყველას მიეზღვება ვინც ამ უკანონო პატიმრობაში და ასეთ მის ტანჯვაში და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა", - თქვა გიული ალასანიამ. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს კლინიკაში დედამ მოინახულა. 

გიული ალასანია უკვე საქალაქო სასამართლოშია.