არაფერი ახსოვს - კოლეგის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი
კოლეგის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. გიორგი მღებრიშვილს ბრალის დადგენილებას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლები დღეს გააცნობენ.
ადვოკატის მტკიცებით, უმძიმესი დანაშაულისთვის დაკავებულს საერთოდ არ ახსოვს რა მოხდა.
არ ახსოვს არაფერი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ახლო მეგობრები იყვნენ და არანაირი მოტივი მას არ გააჩნდა", - ამბობს ადვოკატი.
პირველების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა
თბილისის პოლიციის დეტექტივების სამმამრთველოს უფროსს საკუთარი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა.