ცოლ-ქმრის ბურუსით მოცული გარდაცვალება გოდოგანში - რას ამბობენ ადგილობრივები
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - ამ დრომდე ბურუსითაა მოცული თერჯოლის რაიონში ორი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.
პოლიცია ვერ ამბობს, რა მოხდა? ადგილობრივები კი "პირველებს" ეუბნებიან, რომ ცოლ-ქმარს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და იდეალური ურთიერთობა ჰქონდათ
მკვდარი ვართ ხალხი მის მერე. ისეთი ტკბილი ოჯახი იყო, მეტი არ შეიძლება. ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ უთქვამთ ერთმანეთისთვის. არავინ არ იცის, რა მოხდა. უდიდესი სიყვარული ჰქონდათ ერთმანეთის მიმართ, შოკში ვართ ყველა", - ამბობენ ადგილობრივები.
66 და 67 წლის პენსიონერები გუშინ სოფელ გოდოგანში გარდაცვლილები იპოვეს.