ავარია თელავში - ნასვამმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ერეკლეს წყაროზე გადაიჩეხა (ფოტო)

09.01.23 13:51
ავარია თელავში - ნასვამმა მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ერეკლეს წყაროზე გადაიჩეხა (ფოტო)

ავარია თელავის ცენტრში - მძღოლმა, რომელიც ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო, საჭე ვერ დაიმორჩილა და მეფე ერეკლეს სახელობის ისტორიული წყაროს ტერიტორიაზე გადავარდა.

დაშავებული მძღოლი ამ დროისთვის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე საპატრულო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.