საპატრიარქო ნებას აძლევს, პოლიციის უფროსი უკრძალავს - საფლავიდან გამოგდებული მღვდლები გაუგებრობაში არიან

03.05.21 13:10
საპატრიარქო ნებას აძლევს,  პოლიციის უფროსი უკრძალავს - საფლავიდან გამოგდებული მღვდლები გაუგებრობაში არიან

უპრეცენდენტო შემთხვევა გურიაში - სასულიერო პირებს უჭირთ ახსნან, რატომ ჩაუშალა პოლიციამ პარაკლისი.  მოიდანახეს სასაფლაოზე მისულ მამა ერმალაოსსა და მამა ლონგინოზს ლოცვა შეაწყვეტინეს და ტერიტორია დაატოვებინეს. 

"ტვ პირველის" კორესპონდენტის ცნობით, ადგილზე 30-მდე პოლიციელთან ერთად ოზურგეთის პოლიციის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების უფროსი, გიორგი შარაშენიძეც, იმყოფებოდა. 

პოლიციის მაღალჩინოსანმა საპატრიარქოს მოწოდება არ გაითვალისწინა და მღვდლებს უთხრა, რომ "შეზღუდვა ყველას ეხებოდა". არადა საპატრიარქო ხალხს მოუწოდებდა, აღდგომის დღესასწაულზე  სახლში დარჩენილიყვნენ, საფლავების კურთხევას კი საკუთარ თავზე სასულიერო პირები აიღებდნენ.

არა მგონია, სასაფლაოზე ერთი სასულიერო პირის შესვლის შემთხვევაში რამე მომხდარიყო... ვიცოდი, რომ ჩვენ საფლავების კურთხევის უფლება გვქონდა. უნდა გვეკურთხებინა იმ ადამიანების საფლავები, რომლებიც მართლმადიდებლურად აღესრულნენ. შარშანაც იყო რეგულაციები, მაშინაც იყვნენ პოლიციის ეკიპაჟები მობილიზებულები, მაგრამ შევდიოდი"- უთხრა "ტვ პირველს" მამა ერმალაოსმა. 

​მამა ლონგინოზის თქმით, საფლავების კურთხევა მრევლის გარეშე ხდებოდა. 

გასაკვირია, რატომ ჩათვალეს, რომ არ უნდა შევსულიყავით სასაფლაოზე და შეგვაჩერებინეს საფლავების კურთხევა"- ამბობს სასულიერო პირი. 

რაც შეეხება პოლიციის უფროსს, გიორგი შარაშენიძემ "პირველების" კორესპოდენტს უთხრა, რომ "აკრძალვა ეხება ყველას". 

რეგულაციები მიმდინარეობს, რომ მორჩება, აკურთხონ მერე"- თქვა პოლიციის მაღალჩინოსანმა.