სუს-ი ვერ სცემს პასუხს მთავარ კითხვას, რატომ არ მოხდა ჩხრეკის პროცესის გადაღება - გოგაშვილის ადვოკატი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სოსო გოგაშვილის საქმეზე მინიმუმ ცრუ ჩვენებები მისცეს - ეს შთაბეჭდილება დარჩათ სასამართლო პროცესის შემდეგ ბრალდებული მაღალჩინოსნის ოჯახის წევრებს.
სოსო გოგაშვილის ადვოკატის, დიმიტრი ღონღაძის, ინფორმაციით, პროცესზე დღეს პასუხი ვერ გაეცა დასმულ მთავარ კითხვასაც, რატომ არ მოხდა სპეცრაზმის შემოსვლისა და სახლის ჩხრეკის დროს ვიდეოგადაღება.
დღეს პროცესზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოწმე იქნა დაკითხული, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გოგაშვილის სახლის ჩხრეკაში.
მთავარი აქ არის, რომ სუსი ვერ ცემს პასუხს მთავარ კითხვას, რატომ არ მოხდა ჩხრეკის პროცესის გადაღება. ასევე, რატომ გახდა აუცილებელი, გამოყენებული ყოფილიყო სპეცრაზმი. - განაცხადა დიმიტრი ღონღაძემ.
სოსო გოგაშვილის ადვოკატის განმარტებით, ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები მიკერძოებული და არააობიექტური იყო - მათ კითხვებზე პასუხები წინასწარ ჰქონდათ მომზადებული.
სოსო გოგაშვილის პროცესზ დღეს ის ადამიანები დაიკითხნენ, რომლებმაც გოგაშვილების სახლში ჩხრეკა ჩაატარეს.