"მუქარა არ ყოფილა" - "ვივამედის" ექთანი ხაჭაპურიძის მხრიდან მუქარას, რაც ნადირაძემ გააჟღერა, უარყოფს

20.01.23 17:41
"მუქარა არ ყოფილა" - "ვივამედის" ექთანი ხაჭაპურიძის მხრიდან მუქარას, რაც ნადირაძემ გააჟღერა, უარყოფს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მოწმის სახით "ვივა მედის" ექთანიც დაიკითხა, რომელმაც საკუთარი კლინიკის დირექტორის პოზიცია, რომ თითქოს მას დაჭერით ხაჭაპურიძე დაემუქრა, უარყო.

"მუქარა არ ყოფილა, არც თქვენი მხრიდან და არც სააკაშვილის მხრიდან. თავად პაციენტს რაც შეეხება, ის შედის ტაუალეტში, იბანს პირს და ბანაობს კიდევაც თავისით დამხმარე საშუალების თანხლებით", - ამბობს ექთანი. 

შეგახსენებთ, რომ კლინიკის დირექტორმა ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მუქარაში დაადანაშაულა. 

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებული მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.