9 საათი მიმდინარეობდა ოპერაცია, პერსონალი გადაღლილი იყო - კლინიკა ადასტურებს, რომ 21 წლის გოგოს მუცელში მაკრატელი ჩაუტოვეს

21.01.23 13:52
9 საათი მიმდინარეობდა ოპერაცია, პერსონალი გადაღლილი იყო - კლინიკა ადასტურებს, რომ 21 წლის გოგოს მუცელში მაკრატელი ჩაუტოვეს

რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკა ადასტურებს, რომ ოპერაციიის შემდეგ 21 წლის გოგოს ორგანიზმიდან მაკრატელი ნამდვილად ამოიღეს.

ექიმი მიზეზად ასახელს იმას, რომ ოპერაცია 9 საათი მიმდინარეობდა და მედპერსონალი გადაღლილი იყო.  

"პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია ჩვენს ერთ-ერთ კლინიკაში. სამწუხაროდ, მოხდა უცხო სხეულის ჩატოვება მუცლის ღრუში. პაციენტმა გაუვალობით მიმართა სხვა კლინიკას, სადაც დადგინდა ეს დიაგნოზი და შემდეგ გადმოყვანილი იქნა ჩვენს კლინიკაში საოპერაციოდ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, პაციენტი ექსტუვბირებულია, უკვე თვითონ სუნთქვა და იმედია, მალე გავწერთ ბინაზე. მას ჰქონდა შეხორცებითი გაუვალობა, რა ოპერაციაც გაკეთდა გუშინ და პაციენტი ახლა კარგად არის, რა თქმა უნდა, უცხო სხეულიც ამოღებულია. 9 საათი მიმდინარეობდა ოპერაცია, ბრიგადაც დაღლილი იყო, ეს არ არის გამართლება, ცუდია, რაც მოხდა და ყველანაირ პასუხისმგებლობას ვიღებთ", - ამბობს რუსთავის მარდალეიშვილის კლინიკის ექიმი. 

ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა გოგოს ოპერაციისას ექიმებმა მაკრატელი ჩაუტოვეს თავდაპირველად ოჯახმა გაავრცელა.