პერსონალი რჩება საავადმყოფოში, პროფესიონალები არიან, ისეთი დანაშაული არ მომხდრა - კლინიკის დირექტორი
ამ დრომდე უცნობია დაიწყო თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინიტრომ მედიკოსების წინააღმდეგ. უწყებაა დუმს. მარდალეიშვილის კლინიკაში კი ამბობენ რომ 21 წლის პაციენტს ოპერაციის შემდეგ სამედიცინო მაკრატელი ორგანიზმში ნამდვილაად ჩარჩათ, თუმცა კლინიკის დირექტორი თავს იმართლებს და ამბობს, რომ მრავალსაათიანი ოპერაციის გამო მედიკოსები სავარაუდოდ გადაღლილები იყვნენ.
ამ დრომდე ოპერაციაში ჩართული ყველა მედიკოსი ისევ კლინიკაში მუშაობს.
კლინიკის დირექტორი "პირველებთან" ამბობს, რომ კლინიკაში არც ისეთი დანაშაული მომხდარა, რომ საქმე კრიმინალთან გვქონდეს.
ეს არ არის საგამოძიებო საქმე, ეს უფრო ჯანდაცვის რეგულირების მიერაა შესასწავლი. აქ არ მომხდარა რამე ისეთი დანაშაული, რომ კრიმინალი ყოფილიყოს, სასჯელსაც მიიღებენ და ყველაფერს, სანქციებიც იქნება ამასთან დაკავშირებით.
პერსონალები რჩებიან რა თქმა უნდა, უაღრესად პროფესიონალები არიან, მესმის, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა, ამას გამართლება არ აქვს. ჩვენი მიზანია, ისეთი სისტემა შეიქმნას, რომ მომავალში მინიმუმამდე იყოს ასეთი შეცდომების რიცხვი დაყვანილი", - აცხადებენ ჯანდაცვაში.
ცნობისთვის, ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა გოგოს ოპერაციისას ექიმებმა მაკრატელი ჩაუტოვეს თავდაპირველად ოჯახმა გაავრცელა.