იპოთეკით დაზარალებულთა სარჩელი სტასბურგში მიდის

25.01.23 11:36
იპოთეკით დაზარალებულთა სარჩელი სტასბურგში მიდის

იპოთეკით დაზარალებულები გახშირებული  გამოსახლებებთან დაკავშირებით ადვოკატები  მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. ასობით ადამიანი ახლაც ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხის წინაშე დგას.

მევახშეებისგან დაზარალებულების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ამიტომ უფლებამცველები სამართლო დავების დასრულებამდე აღსრულების ბიუროს ამ პროცესის შეჩერებას ითხოვენ. ადვოკატები საქართველოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში დავას იწყებენ.

უნდა გამოცხადედეს მორატორიუმი, რადგან ეს უძრავი ქონება არის დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და მანამ, სანამ არ გაირკვევა, საქმეზე ჭეშმარიტება არ დადგინდება, გამოძიება არ დასრულდება, პროცესი უნდა შეწყდეს. 

ჩვენ ვამზადებთ სარჩელს ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს წინააღმდეგ, რადგან არაერთი გამოსახლება მოხდა ადამიანების ღირსების შემლახველი ფორმით. სარჩელის მომზადებას სჭირდება გარკვეული პროცედურები, რომლის გავლის შემდეგ მზად ვიქნერბით, წარვსდგეთ სტარსბურგის სასამართლოში - აცხადებს ნინო ცხადაია ,,იპოთეკითა და მევახშეებისგან დაზარალებულთა ასოციაციის" მთავარი იურისტი.