კახა კალაძე "ლაგუნა ვერეს" რეაბილიტაციას აანონსებს და ამისთვის ოლიგარქს მადლობას უხდის
დედაქალაქის მერი ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე სარებილიტაციო სამუშაოებს აანონსებს. ამის შესახებ კახი კალაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
კალაძე მადლობას ოლიგარქს უხდის და ამბობს, რომ დედაქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება.
ამ ტერიტორიის მოწესრიგება დედაქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. არავის სიამოვნებს ის მდგომარეობა, როგორც დღესაა ეს ტერიტორია. ეს ძალიან მაგარი პროექტი იქნება და დედაქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება. ჩვენ ასეთი პროექტების განხორციელებას მივესალმებით.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება ლაგუნა ვერეს ტერიტორია და მეტიც, დედაქალაქის მერიას გადმოეცემა, რისთვისაც მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის.
მუნიციპალიტეტი თქვენთან ერთად და თქვენი ჩართულობით აღნიშნულ სივრცეს მოვაწესრიგებთ. ერთად განვსაზღვროთ, როგორი ფორმით განვახორციელოთ აღდგენითი სამუშაოები, რეაბილიტაცია, ჩვენ მოვიწვევთ არქიტექტორებსა და დიზაინერებს... ერთად ვიმუშაოთ, საზოგადოების ჩართულობით მოვახდინოთ არსებული სივრცის რეაბილიტაცია, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისთვის, "ლაგუნა ვერეს" დარაჯი, რომელმაც "ნოდარ მელაძის შაბათისთვის" მიცემულ ინტერვიუში ადგილზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, სამსახურიდან გაუშვეს.
როგორც ზაზა მელაძე აღნიშნავს, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და ოლიგარქისგან უარესს რეპრესიებს ელოდება.