თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმები კაკულიების პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში ძმებ კაკულიების პროცესი მიმდინარეობს. ამ დროისთვის საქმის მთავარი მოწმე, სერგი ქურთიაშვილი, იკითხება.
ქურთიაშვილმა პროცესზე კაკულიების მხრიდან მასზე თავდასხმის ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ბრალდებულებს ბავშვობიდან იცნობს და მასზე თავდასხმაში ისინი არ მონაწილეობდნენ
მათ ბავშვობიდან ვიცნობ და დადასტურებულად ვიტყვი, რომ თავდასხმაში არც ერთი მათგანი არ მონაწილეობდა.
გაუგებრეობას აქვს ადგილი და იმედია, მათ მალე გარეთ ვიხილავ - განაცხადა ქურთიაშვილმა.
დავით და გურამ კაკულიებს ბრალად ედებათ 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობა.
ბრალდების მხარის ვერსიით, 27 მაისს კაკულიებმა სერგო ქურთიაშვილს მიაყენეს რამდენიმე ცეცხლნასროლი დაზიანება, გიორგი კაჭკაჭაშვილი კი დაიჭრა, კერძოდ, მაღაზიაში შევარდა მათ მიერ ნასროლი ტყვია.
მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.