ვაშინგტონი რუსეთის დამარცხებას მიზანმიმართულად ცდილობს - რუსეთის ელჩი აშშ-ში
უკრაინისთვის ტანკების გადაცემა აშშ-ს მხრიდან პროვოკაცია იქნება. ამის შესახებ აშშ-ში რუსეთის ელჩმა განაცხადა.
ანატოლი ანტონოვის თქმით, ვაშინგტონის რუსეთის დამარცხებას მიზანმიმართულად ცდილობს.
აშკარაა, რომ ვაშინგტონი მიზანმიმართულად ცდილობს სტრატეგიული მარცხი განგვაცდევინოს.
თუ ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს ტანკების მიწოდებას, მაშინ მსგავსი ნაბიჯის გამართლება „თავდაცვითი იარაღის“ არგუმენტებით ნამდვილად არ იმუშავებს. ეს იქნება კიდევ ერთი აშკარა პროვოკაცია რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ - აღნიშნავს რუსეთის ელჩი.