რატომ დასაჯეს "ლაგუნა ვერეს" დარაჯი - ივანიშვილის კომპანიაში განმარტებებს არ აკეთებენ

25.01.23 13:25
რატომ დასაჯეს "ლაგუნა ვერეს" დარაჯი - ივანიშვილის კომპანიაში განმარტებებს არ აკეთებენ

რატომ დასაჯეს "ლაგუნა ვერეს" დარაჯი - ივანიშვილის კომპანიაში განმარტებებს არ აკეთებენ. "ლაგუნა ვერეს" ოფიციალურად კომპანია "კოსტავას 69" ფლობს, რომლიც კომპანია ქართუს შემადგენლობაში შედის, ამ კომპანიის შეფი კი ივანიშივლის დისშვილი, კახა კობიაშვილია.

ადგილზე მისულ "პირველებს" კომპანიის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ვერაფრით დაეხმარებოდნენ. მათი თქმით, კობიაშვილი იქ ხშირად მიდის, თუმცა დღეს არ უნახავთ. 

მე რა მითითებაც მაქვს ხელმძღვანელობისგან, რომ ტელეფონის ნოემრი დავიტოვო და გადავცე, ისე ვიქცევი და სხვა ვერაფერზე გიპასუხებთ. კახა კობიაშილი აქ არის თუ არა არ ვიცი, დღეს არ მინახავს, - განაცხადეს კომპანიაში.   

"ლაგუა ვერეს" 70 წლის დარაჯი სამსახურიდან "ნოდარ მელაძის შაბათისთვის" მიცემული ინტერვიუს გამო გაათავისუფლეს. ზაზა მელაძე ამბობს, რომ თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და ოლიგარქისგან უარეს რეპრესიებს ელოდება.