ყველაზე შემაწუხებლად მაინც რჩება გონების კარგვა - კორონავირუსით დაავადებული სააკაშვილი დედამ მოინახულა
მიხეილ სააკაშვილი სრულ იზოლაციაშია - მასთან შესვლა მნახველებს ეკრძალებათ. შვილის მონახულების უფლება მედიკოსებმა გიული ალასანაიას მხოლოდ რამდენიმე წუთით, ხელწერილის საფუძველზე, მისცეს.
გიული ალასანიას განმარტებით, კლინიკა ,,ვივა მედში" მისი შვილის პალატა ფაქტობრივად რეანიმაციად არის ქცეული, აქ არის ყველა საჭირო აპარატურა, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის შესაძლო გართულების შემთხვევაში მედიკოსებს დასჭირდებათ.
მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ყოველდღე გონებას კარგავს, რადგან მის ორგანიზმში რკინის დაბალი შემცველობაა.
მისი აზრით, ეს არის კოვიდის მესამე დღე. როგორ განვითარდება ეს დაავადება, არ ვიცით. არსებობს ამ დროს რაღაც კრიტიკული დღეები, როცა შესაძლებელია მდგომარეობის განსაკუთრებული დამძიმება.
ყველაზე შემაწუხებლად მაინც რჩება გონების კარგვა, ხშირი გულის რევა, ხშირ შემთხვევაში ეს საკვების მიღებას არ უკავშირდება. უბრალოდ, უმიზეზოდ შესაძლოა, გული აერიოს.
მთლიანად მდგომარეობა მძიმეა. სადაც მოთავსებულია, იგივე პირობები შეუქმნეს, რაც შესაძლოა, რეანიმაციულ პალატაში იყოს.
მას კოვიდის პირველ და მეორე დღეს ვერ მისცეს აუცილებელი მედიკამენტები, რადგან ჩათვალეს, რომ აღნიშნული წამალი შესაძლოა, კონფლიქტში იყოს იმ ნევროლოგიურ პრეპარატებთან, რასაც ასმევენ. - ამბობს გიული ალასანია
მიხეილ სააკაშვილის პალატაში ექიმების მობილიზებაა - მესამე პრეზინტი კოვიდინფიცირებულია. სააკაშვილს კორონავირუსი კლინიკაში დაუდასტურდა, ამიტომ ახლა ის ექიმების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იმყოფება.