„ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა სრულად შენარჩუნდება - ირაკლი ხმალაძე
„ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა სრულად იქნება შენარჩუნებული, - ამის შესახებ "პირველებთან" თბილისის მერის მოადგილემ რაკლი ნადირაძემ განაცხადა.
ნადირაძის თქმით, არ აქვს ინფორმაცია, რა არის გაძარცვული აღნიშნულ ტერიტორიაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მის მოსაწესრიგებლად სამუშაოები დაიწყება.
„ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა სრულად იქნება შენარჩუნებული, შედის გრგ არეალში და რჩება ისე, როგორც არის. მე არ მაქვს ინფორმაცია შიგნით ტერიტორიაზე რა არის გაძარცვული, რა არის გაყიდული. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სივრცე და ეს ინფრასტრუქტურა დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს და ყველა ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორია მოვაწესრიგოთ, აღვადგინოთ, - თქვა ხმალაძემ.
ცნობისთვის, "ლაგუნა ვერეს" დარაჯი, რომელმაც "ნოდარ მელაძის შაბათისთვის" მიცემულ ინტერვიუში ადგილზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა, სამსახურიდან გაუშვეს.
როგორც ზაზა მელაძე აღნიშნავს, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და ოლიგარქისგან უარესს რეპრესიებს ელოდება.