„შეაჩერეთ გამოსახლებები“ - იპოთეკითა და მევახშეებისაგან დაზარალებულთა ასოციაცია მორატორიუმის გამოცხადებს ითხოვს

25.01.23 13:53
„შეაჩერეთ გამოსახლებები“ - იპოთეკითა და მევახშეებისაგან დაზარალებულთა ასოციაცია მორატორიუმის გამოცხადებს ითხოვს

გამოაცხადეთ მორატორიუმი და შეაჩერეთ გამოსახლებები - იპოთეკითა და მევახშეებისაგან დაზარალებულთა ასოციაცია ხელისუფლებას მიმართავს. 

ორგანიზაციის განმარტებით, არსებობს არაერთი საქმე, რომელშიც მევახშის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაული ივეთება, რაზეც საგამოძიებო პროცესების მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, ასოციაცია საჭიროდ მიიჩნევს, გამოსახლებები დროებით შეერდეს. 

ჩვენი ასოციაცია აქტიურად მუშაობს მევახშეების წინააღმდეგ. სამოქალაქო დავების გარდა, გვაქვს საქმეები, სადაც მევახშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება. აქტიურად დავიწყეთ თანამშრომლობა პროკურატურასთან და ასევე ფინანსურ პოლიციასთან, რამდენიმე მევახშის მიმართ დაწყებულია საგამოძიებო პროცედურები. სანამ საგამოძიებო პროცედურები მიმდინარეობს, პარალელურ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურმა დაიწყო ჯარიმების გამოწერა, რადგან მევახშეებისგან წართმეული უძრავი ქონებები დაზარალებულ ადამიანებს გაყიდულ უძრავ ქონებებად ჩაუთვალეს – ეს კიდევ ერთი ახალი პრობლემაა. აღსრულების ეროვნული ბიუროც აგრძელებს გამოსახლებებს. მინდა მოვუწოდო, როგორც იუსტიციის სამინისტროს, ასევე ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს და აღსრულების ეროვნულ ბიუროს, გამოცხადდეს მორატორიუმი, შეჩერდეს გამოსახლებები მანამ, სანამ საგამოძიებო უწყებები კონკრეტულ „ქეისებს” გამოიძიებენ, - აცხადებს გიგა წულეისკირი.