გთხოვთ, წაიკითხეთ ჩემი ყველა ოფიციალური განცხადება ორიგინალში - კასინოვი "ოცნებას"
საქართველოში უკრაინის ელჩის დროებითი მოვალეობის შემსრულებელი "ქართული ოცნების" კრიტიკას პასუხობს და ურჩევს, მისი ტექსტები სრულად, ორგინალში წაიკითხონ.
ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომლებიც მე მაკრიტიკებენ, უნდა წაიკითხონ ტექსტი სრულად. მისი ორიგინალი ვერსია და არ ამოიღონ სიტყვები კონტექსტიდან, რადგან ეს დიდ გაუგებრობას იწვევს. გთხოვთ, წაიკითხეთ ყველა ოფიციალური განცხადება ორიგინალში და თქვენ მიიღებთ ყველა კითხვაზე პასუხს , - თქვა კასიანოვმა.
ანდრეი კასიანოვი ასევე, ამბობს, რომ საქართველოდან უკრაინის მოქალაქეების ევაკუაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკრაინის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
საჯაროდ უკვე განვაცხადე, რომ ეს პრეზიდენტ ზელენსკის კონსტსტიტუციური უფლებაა, ეს მან უნდა გადაწყვიტოს. დაველოდოთ გადაწყვეტილებას. მე ელჩის ნაცვლად კომენტარს ვერ გავაკეთებ, - აღნიშნა ანდრეი კასიანოვმა.
ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მიზეზი დიპლომატის ის განაცხადება გახდა, რომელიც საქართელოდან უკრაინის მოქალაქეების შესაძლო ევაკუაციას ეხება.
კასიანოვი დღეს პარტია "ლელოს" წარმომადგენლებს შეხვდა, დაგეგმილი აქვს შეხვედრები სხვა ოპოზიციურ პარტიებთან და თუ საშუალება მიეცა ხელისუფლებასთანაც.