რეპრესიები ივანიშვილის სახელით - პენსიონერი სამსახურიდან იმიტომ დაითხოვეს, რომ "შაბათის ეთერს" ინტერვიუ მისცა

25.01.23 20:02
რეპრესიები ივანიშვილის სახელით - პენსიონერი სამსახურიდან იმიტომ დაითხოვეს, რომ "შაბათის ეთერს" ინტერვიუ მისცა

ივანიშვილის  შურისძიება - "ლაგუნა ვერეს" დარაჯი სამსახურიდან გაათავისუფლეს. 80 წლის პენსიონერი, რომელმაც ინტერვიუ "ნოდარ მელაძის შაბათის" გამომძიებელ ჟურნალისტს მისცა, უმკაცრესად დასაჯეს. ივანიშვილის დისშვილმა, რომელიც "ლაგუნა ვერეს" განაგებს, პენსიონერი სამსახურიდან გაუშვა.

ზაზა მელაძე, რომელიც  40 წელი მუშაობდა "ლაგუნა ვერეზე", ახლა სახლში მძიმე დგომარეობაში იმყოფება. ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად მას ეშინია, რომ მისი ოჯახის წევრებიც არ გახდნენ ივანიშვილის შურისძიების მსხვერპლნი. 

რეპრესიის მიზეზი კი ის ინტერვიუ გახდა, რომელიც "შაბათის ეთერში" გავიდა. ზაზა მელაძე ყვებოდა, როგორ გააჩანაგეს ამ წლების განმავლობაში თბილისის ყველაზე ცნობილი აუზი. უჟანგავი მილები დაჭრეს და გაყიდეს. დღეს ლაგუნაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და იქ უკვე სხვა დარაჯები დგანან. მათ კი კონრეტული დირექტივა აქვთ, რა უნდა თქვან განადგურებულ აუზზე.

"ოლიგარქი არაფერ შუაშია და "ლაგუნა ვერე" თბილისის წყალდიდობამ დააზიანა" - ეს არის ახალი მესიჯბოქსი, რომლითაც ივანიშვილი იმ კოშმარული სურათის გამართლებას ცდილობს, რაც დღეს ერთ დროს ყველაზე პოპულარულ საცურაო კომპლექსში ხდება.

დეტალები იხილეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.