დაზარალებულებმა პროკურატურას საქმე ჩამოუშალეს - მოუწევს თუ არა სასამართლოს ძმებ კაკულიების გამართლება

25.01.23 20:07
დაზარალებულებმა პროკურატურას საქმე ჩამოუშალეს - მოუწევს თუ არა სასამართლოს ძმებ კაკულიების გამართლება

თბილისის ცენტრში მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმე თავდაყირა დგება. უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული ძმები კაკულიები გამამართლებელი განაჩენის მოლოდინში არიან.  დაზარალებულებმა დღეს საქმის ჩამოშლა სცადეს. არაყიშივლის ქუჩაზე  მომხდარი შეირაღებული თავდასხმის დროს დაჭრილებმა სერგი ქურთიაშვილმა და გიორგი კაჭკაჭიშვილმა ბრალდებას საქმე თავდაყირა დაუყენეს. ისინი ამტკიცებენ, რომ კაკულიებს მათთვის არ უსვრიათ. ეს ჩვენება კი სრულიად ცვლის საქმის გარემოებებს.  სწორედ მათი დაჭრის გამო აღმნოჩნდნენ ძმები კაკულიები ციხეში. 

საქმეში დევს ვიდეომტკიცებულებები, სადაც ნათლად ჩანს რომ ძმები კაკულიები დანაშაულის ადგილიდან გარბიან  და ტერიტორიას ტოვებენ.  ამ პირდაპირი მტკიცებულების მიუხედავად დაზარალებულების მიერ მიცემული ჩვენება ბადებს კითხვას, ხომ არ  ჰქონდა ადგილი ზეწოლას  კრიმინალური სამყაროს მხრიდან. არ არის გამორიცხული, ძმები კაკულიების გადასარჩენად, გარეთ დარჩენილ მათ მოკავშირეებს ემოქმედათ. პროკურორმა დღევანდელ პროცესზე რამდენჯერმე იკითხა, რა  მიზნით იყვნენ ქურთიაშვილი და კაჭკაჭიშვილი თურქეთში.

ხმაურიანი საქმის დეტალები, ნახეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.