დაპირისპირება ბახტრიონზე - აღსრულების ბიურო მევახშეებით დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს გამოსახლებას უპირებდა

25.01.23 20:40
დაპირისპირება ბახტრიონზე - აღსრულების ბიურო მევახშეებით დაზარალებულ მრავალშვილიან ოჯახს გამოსახლებას უპირებდა

პოლიციის ალყაში მოქცეული ხალხი. ბახტრიონის ქუჩაზე რამდენიმე საათის განმავლობაში  პოლიციასა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაუპირისპირება იყო.  აღსრულების ბიურო ერთ-ერთი კორპუსიდან მევახშეებით დაზარალებული მრავალშვილიანი ოჯახის გამოსახლებას გეგმავდა, თუმცა ამის საშუალება მათ იქ მისულმა ხალხმა არ მისცა.  

ადგილზე შეკრებილები ყვებოდნენ, რომ სამართალდამცველები ძალადობდნენ ბავშვებსა და ქალებზე, სცემდნენ და კიბეებიდან აგორებდნენ მოქალაქეებს, ვინც გამოსახლების  პროცესს ხელს უშლიდა

იპოთეკით დაზარალებული ოჯახები გამოსახლებამ ქვეყანაში უკვე სისტემატიური ხასიათი მიიღო. ამიტომ უფლებადამცველები მოქმედებაზე გადადიან. ასეულობით დაზარალებული ადამიანის  სარჩელი სახელმწიფოს წინააღმდეგ უკვე მზადდება და ის უახლოეს მომავალში სტრასბურგში გაიგზავნება.  იურისტები ითხოვენ დროებით მორატორიუმის გამოცხადებას და გამოსახლების პროცესის შეჩერებას იმ დრომდე, ვიდრე სასამართლო დავები არ დასრულდება.

დეტალები იხილეთ, საბა სიჭინავას რეპორტაჟში.