Meta დონალდ ტრამპს Facebook-ისა და Instagram-ზე დაბრუნების უფლებას აძლევს

26.01.23 10:46
Meta დონალდ ტრამპს Facebook-ისა და Instagram-ზე დაბრუნების უფლებას აძლევს

2 წლიანი შეზღუდვის შემდეგ, Meta ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს Facebook-ისა და Instagram-ზე დაბრუნების უფლებას აძლევს.

კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფონზე ძალადობის გაღვივების მოტივით, ტრამპის ანგარიშები 2021 წლის 7 იანვარს დაიბლოკა. 

იმ შემთხვევაში, თუ ბატონი ტრამპი განათავსებს დამატებით დამრღვევ კონტენტს, კონტენტი წაიშლება და მას ერთი თვიდან ორ წლამდე შეუჩერებენ წვდომას, დარღვევის სიმძიმის მიხედვით", - აცხადებს Meta-ს გლობალური ურთიერთობების პრეზიდენტი, ნიკ კლეგი. 

რაც შეეხება ტრამპს, მისი თქმით, ის შურისძიების მსხვერპლია. უცნობია, აპირებს თუ არა ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ის ან Instagram-ის გამოყენებას.