გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, შეაშინეთ ბებიათქვენი - ნინო ნადირაძე

26.01.23 11:13
გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, შეაშინეთ ბებიათქვენი - ნინო ნადირაძე

"ვივა მედის" დირქტორი ნუინო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გაურკვეველი ადამიანები მას სანქციებით ემუქრებიან.

სავარაუდოდ, საუბარია ე.წ. სააკაშვილის სიაში მოხვედრაზე, რომელსაც მაგნიტსკის სიის ავტორი ბილ ბროუდერი უკვე ასრულებს.

ნადირაძე წერს, რომ ამით ვერ შეაშინებენ.

"ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, ჩამონათვალიც გამომიგზავნეს. ღმერთო, რა კუჭზე და დროსტარებაზე ორიენტირებული ხალხია, მემუქრებიან, ვერ იმოგზაურებ, ფული არ გექნება, საჭმელს ვერ შეჭამ საშვილიშვილოდო ეგ თქვენ გადარდებთ, ცაკალელებო. მაგ ჩამონათვალში რომ ყოფილიყო სამშობლოზე, სარწმუნოებაზე და ენაზე უარის თქმა, მაშინ ნამდვილად ვიდარდებდი. რა ცუდად მიცნობთ, შეაშინეთ ბებიათქვენი", - წერს ნინო ნადირაძე