საქართველოში მედიას რუსული მეთოდებით ებრძვიან - "მედიახმის" ანგარიში
რა გავლენას ახდენს პოლიტიკური პოლარიზება და კრიზისები მედიის სიცოცხლისუნარიანობაზე? არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედიახმამ" 2022 წლის მედიის მუშაობის ანგარიში გამოაქვეყნა, კვლევით დგინდება, რომ ქვეყანაში მედიას უპრეცედენტო რთული წელი ჰქონდა.
მედიაზე ნეგატიური როლი იქონია ხელისუფლებამაც. მკვლევარები ამბობენ, რომ ჟურნალუსტების დამცირებება და სტიგმატიზაცია ისევ მთავარ პრობლემად რჩება. ამას ემატება ფინანსური წნეხი კრიტიკულ მედიაზეც, გავლენის მქონე ორგანიზაციების აგრესიული რიტორიკა და ჟურნალისტების დადანაშაულებაც.
"მედიახმის" დამფუძნებელი მარიამ გერსამია პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში მედიას რუსული მეთოდებით ებრძვიან.
გერსამია ასევე ამბობს, რომ აუცილებელია, რომ მედია ფინანსურად დამოუკიდებელი იყოს.
რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა უკრაინაში გამოავლინა ყველა ის საფრთხე, რომელიც მანამდეც არსებობდა. ეს არის სწორედ ის რუსული დეზინფორმაცია და ის მეთოდები, რითაც რუსეთში ებრძვიან ჟურნალისტებს და ცდილობენ მათ დისკრედიტაციას და ახლა უკვე საქართველოში ეს ნათლად ჩანს. აუცილებელია, რომ მედია ფინანსურად იყოს დამოუკიდებელი და ამაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს. ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარი საკვანძო სიტყვა აქ არის მედიის სანდოობა. ამისთვის, მნიშვნელოვანია მედია ორგანიზაციებმა ერთმანეთის მიმართ უფრო მეტად გამოხატონ სოლიდარობა, როდესაც ხდება ჟურნალისტის მიმართ აგრესიის გამოვლენა", - ამბობს მარიამ გერსამია.