გორში "სოკარის" ოფისი გაქურდეს
გორში "სოკარის" ოფისი გაქურდეს. წინასწარი ინფორმაციით, სერვისცენტრის შენობიდან 3 გათბობის ქვაბი წაიღეს. შემთხვევა სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
არსებული ინფორმაციით სოკარის ოფისთან სათვალთვალო კამერები დამონტაჟებული არ იყო.