"შალვა ბატონი არ გვანდობს სისხლს და შარდს... თუ რამე დასამალი აქვს..." - ჩხაიძე ხაჭაპურიძეს პასუხობს
"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე სოციალურ ქსელში შალვა ხაჭაპურიძეს პასუხობს და ამბობს, რომ სულ ტყუილად არ ანდობს სააკაშვილის ადვოკატი სისხლს და შარდს "ვივამედს".
"შალვა ბატონი არ გვანდობს თავის სისხლს და შარდს ანალიზისთვის, სულ ტყუილად! ჩვენ არასოდეს გავცემთ პაციენტის მონაცემებს, თუ რამე დასამალი აქვთ, მითუმეტეს მაშინ",- წერს ზურაბ ჩხაიძე.
სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ ზურაბ ჩხაიძეს სისხლის ანალიზს კი არა შარდის ანალიზს არ ჩააბარებს.