ცდილობენ, ივანიშვილი აიძულონ, პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს - დიმიტრი ხუნდაძე

26.01.23 14:30
ცდილობენ, ივანიშვილი აიძულონ, პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს - დიმიტრი ხუნდაძე

"რეზოლუციები, რომელსაც ირიბი დამისამართება აქვს და ვერ ბედავს კონკრეტული სანქცირების გადაწყვეტილების მიღებას, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება" - ასე პაუხობს დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე კითხვას, თვლის თუ არა ბიძინა ივანიშვილის აღიარების შემდეგ, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციას ჩალის ფასი აქვს. 

რაც შეეხება Credit Suisse თან დავას, "ხალხის ძალის" ლიდერი ამბობს, რომ "ივანიშვილის ბანკთან ურთიერთობა პოლიტიკური შემადგენლითაა გაჟღენთილი და ეს უკვე ზედაპირზეა".

მისი თქმით, არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ ივანიშვილის იძულებას, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს.

არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც ცდილობენ, მრავალმხრივი ზეწოლა განახორციელონ საქართველოზე. ამის ერთ-ერთი შემადგენელია ის, რომ  ბატონი ბიძინა ივანიშვილი აიძულონ, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ჩაერთოს. იძულების ერთ-ერთ ბერკეტად გამოყენებულია მისი ფინანსური რესურსები საბანკო ურთიერთობაში", - განაცხადა ხუნდაძემ.