33 წლის ლევან გვიმრაძის მკვლელობა კარბში - ოჯახი დამნაშავის დასჯას ითხოვს
დასაჯეთ დამნაშავე - ამ მოთხოვნით გაიმართა აქცია გორის რაიონული სასამართლოსთან.
სოფელ კარბში გარდაცვლილი 33 წლის ლევან გვიმრაძის ოჯახის წევრები და თანასოფლელები საქმეზე დაკავებული ასაკოვანი ქალისთვის ბრალის დამძიმებას მოითხოვენ, რადგან დაკავებულს გამოძიება მხოლოდ სხეულის განზრახ მძიმედ დაზიანებას ედავება.
საქმეს ნაფიცი მსაჯულები იხილავენ, დაცვის მხარე 70 წლამდე ბრალდებული ქალისთვის ორწლიან სასჯელს ითხოვს, რასაც გვიმრაძის ოჯახი აპროტესტებს.
"5 დან-8 წლმადე ჰქონდა, შემდეგ გვითხრეს 4 წელზე თუ ვიყავით წამსვლელი, დავთანხმდით, რადგან მაინც მეზობელი იყო და ბოლომდე ვერ ვიმეტებდით, მაგრამ სინანული საერთოდ არ გააჩნიათ და 2 წლამდე დაიყვანეს სასჯელი, ამიტომ უნდა დაისაჯოს", - ამბობს ოჯახი.
საქმე ეხება სოფელ კარბში მომხდარ მკვლელობას, რომელიც თანასოფლელებს შორის სარწყავი წყლის გამო უთანხოებით დაიწყო.
ლევან გვიმრაძე ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა.