"ვივა მედმა" ხო მიშა კაჟივით გახადა და ახლა ადვოკატებზე გადმოვიდნენ" - პასუხის პასუხი

26.01.23 16:30
"ვივა მედმა" ხო მიშა კაჟივით გახადა და ახლა ადვოკატებზე გადმოვიდნენ" - პასუხის პასუხი

"ვივა მედმა" ხო მიშა კაჟივით გახადა და ახლა ადვოკატებზე გადმოვიდნენ" - ასე პასუხობს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე "ვივა მედის" კლინიკურ დირექტორს, ზურაბ ჩხაიძეს.

მანამდე "ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ სოციალურ ქსელში შალვა ხაჭაპურიძეს პოსტი მიუძRვნა და დაწერა, რომ სულ ტყუილად არ ანდობს სააკაშვილის ადვოკატი სისხლს და შარდს "ვივამედს". 

"შალვა ბატონი არ გვანდობს თავის სისხლს და შარდს ანალიზისთვის, სულ ტყუილად! ჩვენ არასოდეს გავცემთ პაციენტის მონაცემებს, თუ რამე დასამალი აქვთ, მითუმეტეს მაშინ",- წერს ზურაბ ჩხაიძე. 

სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ ზურაბ ჩხაიძეს სისხლის ანალიზს კი არა, შარდის ანალიზსაც არ ჩააბარებს.