საბოლოოდ, სტრასბურგში ვისი დასკვნა იქნება გაზიარებული, დაინახავს რატი ბრეგაძე - მარიამ ჯიშკარიანი

27.01.23 11:35
საბოლოოდ, სტრასბურგში ვისი დასკვნა იქნება გაზიარებული, დაინახავს რატი ბრეგაძე - მარიამ ჯიშკარიანი

"ემპათიის" დირექტორი იუსტიციის მინისტრს პასუხობს. მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ დაინახავს რატი ბრეგაძე, საბოლოოდ სტრასბურგი ვის დაკსვნას გაითვალისწინებს.

ჯიშკარიანის თქმით, მინისტრის განცხადება საფუძვლებს სრულიად მოკლებულია და ის უბრალოდ "ემპათიას" გადაეკიდა. 

იუსტიციის მინისტრის ქმედება, ანუ დასკვნაზე დასკვნის წარმოდგენა სამხარაულის მხრიდან, ეს იურიდიულ საფუძვლებს სრულიად მოკლებულია. რაც შეეხება მის ქმედებას, ეს ადასტურებს, რომ ის წარმოადგენს მხარეს ამ პროცესში და არის პირდაპი მტერი სააკაშვილის და ახლა, მგონი ცენტრ „ემპათიასაც“ გადაეკიდა. ეს ძალიან სასაცილო რამ არის, რომ „ემპათიის“ დაკსვნაზე სამხარაული წერს დასკვნას. სამხარეულს თუ ჰგონია, რომ ის წარმოადგენს მსოფლიო მეცნიერების პანაცეას, ისე, როგორც იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენდა და ერთი წლის განმავლობაში გაანადგურეს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. სამხარაულის ბიუროს შევახსენებ, თუკი ეს დასკვნა სასამართლოს მეირ იქნება მიღებული, მათ მოუწევთ მობრძალნება სასამართლო პროცესზე და მოუწევს მოიტანოს მისი დასკვნები. ცენტრი „ემპათია“, რა თქმა უნდა თავის საერთაშორისო ექსპერტებით, სამხარაულის ბიუროზე და მთლიანად ამ დასკვნაზე შეფასებას გააკეთებს და და დასკვნასაც წარმოადგენს და საბოლოოდ, სტრასბურგში ვისი დაკსვნა იქნება გაზიარებული, დაინახავს რატი ბრეგვაძე“, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.  

ისუტიციის მინისტრმა გუშინ განაცხადა, რომ ,,ემპათიას" დასკვნა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სარწმუნო და უტყუარი არაა.