ჩემთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არადამაჯერებელია - გიული ალასანია

27.01.23 12:43
ჩემთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არადამაჯერებელია - გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომ ცენტრ „ემპათიას“ დასკვნა არადამაჯერებელია.

ამასთანავე გული ალასანიას თქმით, ყველამ კარგად იცის როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა "ვივამედში" შეყვანამდე და როგორ მძიმდება მისი ჯანმრთელობა დღითიდღე. 

„ჩემთვის სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ძალიან არადამაჯერებელია. მათ მოსაზრებას უამრავი არგუმენტი სჭირდება. ის, რასაც მანამდე სხვა ექიმებისა და ექსპერტებისაგან თვეების განმავლობაში ვისმენდით, ყველაფერი დასაბუთებული იყო. ყველას გვარი და სახელი ვიცოდით. გვახსოვს, რამდენი კონსილიუმი შეიქმნა, რამდენად მაღალი დონის პროფესიონალებმა მიიღეს მონაწილეობა. გარდა უცხოელი ექსპერტებისა, საქართველოდან ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები იყვნენ და ისინი შეთანხმდნენ იმ დიაგნოზებზე, რომლებიც დღეს გვაქვს.

გარდა ამისა, გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილი ამ დაწესებულებაში რა მდგომარეობით შემოვიდა. ფეხზე იდგა და ნორმალური ადამიანი იყო. ახლა ინვალიდის ეტლში ზის, ორ ნაბიჯსაც ვერ დგამს და მე მეუბნებით, რომ ეს საშუალო სიმძიმის პაციენტია?“, - განაცხადა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის.