სააკაშვილს აქვს პოსტრავმული აშლილობა და კოგნიტური დარღვევები, რისი შედეგიც არის დემენცია - ბრიტანელი ექსპერტი
გადამწვეტი სასამართლო პროცესი დაიწყო. მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, ამ წუთებში, სასამართლოში გიორგი არევაძეს ჩვენებას ექსპერტი კორნელიუს კატონა აძლევს.
ბრიტანელი ფსიქიატრი, რომელიც მესამე პრეზიდენტის პალატაში პირადად იმყოფებოდა, ამბობს რომ დაპატიმრებულ ყოფილ მთავარსარდალს დემენცია აქვს.
"გამიჭირდება გითხრათ, ახლა როგორია მისი მდგომარეობა, ის გავსინჯე 2022 წლის ნოემბერში, მას პოსტრავმული სტრესული აშლილობა და კოგნიტური დარღვევები აქვს, რისი შედეგიც არის დემენცია.
კვლევების შედეგად აღმოვაჩინე საკმაოდ მძიმე დარღვევები ყურადღების ნაწილში, მეხსიერების მხრივ, ასევე ენის მხრივ და ვიზუალურ-სივრცობრივი აღქმის მიმართულებით. მე განვსაზღვრე რამდენიმე მიზეზი, რომელსაც შეიძლება მივეყვანეთ ნეიროკოგნიტურ აშლილობამდე. პირველი მიზეზი შეიძლება იყოს მისი შიმშილობა და კვების სწრაფი აღდგენა, ანუ „რეფიდინგი“, ნაწილობრივი ასფიქსია და ეპილეფსიური გულყრები, აუხსნელი ცხელება, ასევე მისი დაყოვნებული მკურნალობა ვერნიკეს ენცეფალოპატიის გამო და მრავლობითი მედიკამენტები, რომლებსაც ის იღებდა, ასევე მისი თმის ტოქსიკოლოგიის დროს აღმოჩენილი ნივთიერებები, მძიმე მეტალები“, - განაცხადა ექსპერტმა.". - ამბობს ექსპერტი.