მედიკამენტებს, რომელსაც სააკაშვილი იღებდა, შესაძლოა, ტოქსიკური ეფექტი ჰქონოდა - კატონა სასამართლოზე

27.01.23 13:38
მედიკამენტებს, რომელსაც სააკაშვილი იღებდა, შესაძლოა, ტოქსიკური ეფექტი ჰქონოდა - კატონა სასამართლოზე

ბრიტანელი ფსიქიატრი, რომელიც მესამე პრეზიდენტის პალატაში პირადად იმყოფებოდა, ამბობს მედიკამენტებს, რომელსაც დაპატიმრებულ ყოფილი მთავარსარდალი იღებდა, შესაძლოა, ტოქსიკური ეფექტი ჰქონოდა.

კატონამ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სააკაშვილს კლინიკაში არ აძლევდნენ შიშის მოსახსნელი მედიკამენტებს, ამიტომაც პოსტტრამვული სტრესული აშლილობა შენარჩუნდა. 

ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებამ, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი იღებდა, მისი კოგნიტური სირთულეების განვითარება გამოიწვია. ამ მედიკამენტებს, შესაძლოა ტოქსიკური ეფექტი ჰქონოდა.
ის იღებდა ფიქოთერაპიულ  მედიკამენტს, თუმცა რაც შეეხება მის განცდას, რომ ის იმყოფებოდა გარკვეული შიშის ქვეშ, მისთვის ამ შიშის მოსახსნელი მედიკამენტი არ მიუციათ, ამიტომაც ინარჩუნებდა პოსტტრამვულ სტრესულ აშლილობას. პოსტრავმული სტესული აშლილობის შენარჩუნების თვალსაზრისით, გარემო, რომელიც მისთვის არ არის უსაფრთხო, ვერ იქნება სააკაშვილის ფსიქიკური გამოჯანმრთელებისთვის  სასარგებლო", - თქვა ექსპერტმა.
 

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, ამ წუთებში, სასამართლოში გიორგი არევაძეს ჩვენებას ექსპერტი კორნელიუს კატონა აძლევს.

ბრიტანელი ფსიქიატრი, რომელიც მესამე პრეზიდენტის პალატაში პირადად იმყოფებოდა, ამბობს რომ დაპატიმრებულ ყოფილ მთავარსარდალს დემენცია  და პოსტტრამვული სტრესული აშლილობა აქვს.