თუ სააკაშვილი ციხეში დარჩება... - რა საფრთხეებზე საუბრობს ბრიტანელი ექსპერტი

27.01.23 14:03
თუ სააკაშვილი ციხეში დარჩება... - რა საფრთხეებზე საუბრობს ბრიტანელი ექსპერტი

თუ სააკაშვილი ციხეში დარჩება, ვფიქრობ, რომ მისი დაიგნოზები დამძიმდება - ამის შესახებ ბრიტანელმა ექსპერტმა შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კატონამ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის  დიაგნოზების ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია.

პატიმრობაში დარჩენის შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესიული სიმპტომები დამძიმდება, ასევე მას აქვს საკმაოდ მძიმე კოგნიტური დარღვევები, რომლის ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია და თუ მიზეზი არ იქნა აღმოჩენილი და შესაბამისი მკურნალობა არ დაინიშნა, მისი კოგნიტური დარღვევების სიმძიმე პროგრესულად გაღრმავდება“, - განაცხადა ექსპერტმა", - თქვა ექსპერტმა.

ექპერტმა ასევე უპასუხა კითხვას, თვალთვალის და მიყურადების პირობებში ფსიქოთერაპია რამდენად შესაძლებელია ტარდებოდეს.

მე ვფიქრობ, რომ ვიდეომეთვალყურეობის პირობებში ფსიქოთერაპიული მკურნალობის ეფექტურობა მისთვის იქნება შეუძლებელია და პირიქით, ვიდეომეთვალყურეობა ამ ტიპის დახმარებას გახდის შეუძლებელს და საწინააღმდეგო ეფექტი ექნება", - თქვვა კატონამ.

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, ამ წუთებში, სასამართლოში გიორგი არევაძეს ჩვენებას ექსპერტი კორნელიუს კატონა აძლევს.

ბრიტანელი ფსიქიატრი, რომელიც მესამე პრეზიდენტის პალატაში პირადად იმყოფებოდა, ამბობს რომ დაპატიმრებულ ყოფილ მთავარსარდალს დემენცია  და პოსტტრამვული სტრესული აშლილობა აქვს.