რატომ ძვირდება საბანკო სესხები? - ოპოზიცია პროცენტის გაძვირებას მთავრობის არაგონივრულ პოლიტიკას აბრალებს
ეკონომისიტების მიერ დაანოსნებული სესხების გაძვირების შემდეგ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ყველაფერი მთავრობის არაგონივრული პოლიტიკის ბრალია, რაც საბოლოოდ ქვეყნიდან მოქალაქეების წასვლით სრულდება.
ხელისუფლების ოპონენტთა განმარტებით, სქემა ასეთია: ბანკებს გადასახადი ემატება, მოქალაქეებს აღებულ სესხებზე პროცენტი ეზრდებათ, ხელფასები კი უცვლელი რჩება.
ნებისმიერი გადასახადის მატება საბოლოო ჯამში აისახება მოქალაქეებზე. რადგან ამით მომხმარებელს უძვირდება ცხოვრება.
ამ შემთხვევაში ბანკის გადასახადის ზრდა ნიშნავს იმას, რომ ბანკის მომხმარებელს გაუძვირდეს პროცენტი.
რა თქმა უნდა, პროცენტზე გავლენას ახდებს ინფლაცია. ბოლო 2 წლის განმავლობაში ფასები 25%-ით გაიზარდა. ეს მაჩვენებელიც არ არის ზუსტი, რადგან მას აყალბებს სტატისტიკის სამსახური ხელისუფლების სასარგებლოდ. - აცხადებს ენმ-ს წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე.
სტატისტიკური მონაცემებით, ბოლო პერიოდში საბანკო სესხი 128 ათასმა ადამიანმა ვერ გადაიხადა. ამის მიუხედავად, ,,საბანკო ასოციაციიის" უახლესი პროგნოზით, მოქალაქეებს სესხებზე საპროცენტო განაკვეთი წლის ბოლომდე 1,5 პროცენტამდე გაეზრდებათ.