სესხებზე საპროცენტო განაკვეთი იზრდება - ექსპერტები მიზეზებზე საუბრობენ

27.01.23 20:24
სესხებზე საპროცენტო განაკვეთი იზრდება - ექსპერტები მიზეზებზე საუბრობენ

სესხები ძვირდება. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს 100 ათასზე მეტი მოქალაქე ფინანსურ დაწესებულებებში აღებულ კრედიტებს საერთოდ ვერ იხდის, სესხებზე საპროცენტო განაკვეთი მატულობს.

უპირველეს ყოვლისა, მატება უცხოურ ვალუტაში აღებულ სესხებს შეეხება, თუმცა წლის მეორე ნახევრიდან, სავარაუდოდ, ლარში აღებული კრედიტებიც გაძვირდება. 

 ექსპერტები  1.5%-ით  ზრდას პროგნოზირებენ. ტარიფების ცვლილების მთავარი მიზეზად კი ისინი მაღალ ინფლაციას და ბანკებისთვის მოგების გადასახადის გაზრდას ასახელებენ. სპეციალისტების თქმით, სესხების გაძვირება პროდუქტებზე ფასების ზრდის პირდაპირ პროპორციული იქნება. 

უფრო ვრცლად ნახეთ რეპორტაჟში.