უთოვლობის გამო საქართველოს ზამთრის კურორტებზე სეზონი ჩავარდა
ჩავარდნილი სეზონი გუდაურსა და ბაკურიანში. ჯავშნების 50 პროცენტი გაუქმებულია. ტურისტები ქართულ კურორტებზე ჩამოსვლას აღარ აპირებენ. ამის მიზეზი კი ამინდია. არც ერთ მაღალმთიან კურორტზე თოვლი არ არის.
ტურისტული სააგენტოები ამინდთან ერთად ხელისუფლების უმოქმედობასაც აპროტესტებენ.
ბრალდებების მთავარი ადრესატი კურორტების განვითარების სააგენტოა, რომელმაც ვერ უზრუნველყო, რომ სამთო-სათხილამურო ტრასები სეზონისთვის მომზადებული ყოფილიყო.
გუდაურსა და ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების დანადგარები დამონტაჟებულია, თუმცა არ მუშაობს.
ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.