თუ საკვებს არ მიიღებს, ფატალურ შედეგამდე მივა - "ვივა მედი" სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ოჯახს აკისრებს

28.01.23 11:34
თუ საკვებს არ მიიღებს, ფატალურ შედეგამდე მივა - "ვივა მედი" სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ოჯახს აკისრებს

"ვივა მედის" კლინიკა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას მის ოჯახს აკისრებს. კლინიკის კლინიკური დირექტორი მესამე პრეზიდენტის დედას, მოუწოდებს, შვილი დაარწმუნოს, რათა კლინიკის და ექიმების რეკომენდაციები გაითვალისწინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ფატალურ შედეგებზე საუბრობს. 

მოვუწოდებ ოჯახის წევრებს, პირადად გიული ალასანიას, რადგან მას აქვს უფლება მასთან შესვლი, იქნებ მოხდეს დარწმუნება პაციენტის, რომ დაემორჩილოს ექიმების რეკომენდაციებს, თორემ შეიძლება ამან ფატალურ შედეგამდე მიგვიყვანოს.
სააკაშვილმა შეამცირა იმ საკვების მიღებაც კი შეამცირა, რასაც იღებდა. 
იას უნდა დაარწმუნონ, ნუ მიდის იქამდე, რომ მისი მდგომარეობა დამძიმდეს. კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ინტერესებიდან გამომდინარე. 
შეუძლია მას საკვების მცირე რაოდენობით მიღება, თვითონ აცხადებს უარს, რადგან უკმაყოფილიოა მიმიდნარე მოვლენებით. პირდაპირ ვამბობს, ადამიანი აცხადებს საკვების მირებაზე უარს.
ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები ახლა ნორმაშია, მაგრამ ხვალ, ზეგ ეს შეიძლება ასე არ იყოს.
არ დავადასტურებ, რომ ის იწონის 68 კილოგრამს. სააკაშვილი იწონის დღეს დილის მონაცემებით 69 კგ და 700 გრამს. თუ ასე გაგრძელებს, ხვალ იქნება 68 კგ, ზეგ 65. პაციენტი უნდა ცდილობდეს რომ გაუმჯობესდეს მდგომარეობა, მაგრამ თანხვედრაში არ ვართ.

ვადასტურებ, რომ სააკაშვილი გადაადგილდება დამხმარე საშულებებით, ძირითადად არის მწოლიარე მდგომარეობაში", - ამბობს ჩხაიძე.