როგორ შეუკვეთა ქილერს ბებიის მკვლელობა 25 წლის კაცმა - ფარული ჩანაწერი
ბებიის შეკვეთილი მკვლელობის საქმე - შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 25 წლის კაცმა საკუთარი ოჯახის წევრის მოკვლა ანგარების გამო გადაწყვიტა. საქმის მასალების მიხედვით, კაცს დაქირავებული ქილერისთვის შემკვეთს მკვლელობის სანაცვლოდ 150 ათასი დოლარი უნდა გადაეხადა.
უწყებაში ამბობენ, რომ დაკავებულმა დაქირავეულ მკვლელს ბებიის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდა. დაუსახელა მსხვერპლის სახელი ასაკი, საცხოვრებელი მისამართი და ინტერნეტით გაუგზავნა მოხუცი ბებიის ფოტოსურათი. ბებია გადარჩა, შვილიშვილს კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
საქმეში დევს ფარული ჩანაწერი, რომელიც უწყების ცნობით, ადასტურებს როგორ უკვეთავდა ბებიის მკვლელობას ბრალდებული:
ა.გ. - შენ რაც გაინტერესებს, თუ მე მაწყობს, ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთთან მოვილაპარაკოთ.
ა.ს. - მე დრო ერთი კვირაც არ მაქვს.
ა.გ. - სად მუშაობს?
ა.ს. - ბიზნესი აქვს, უბრალოდ შედი, დააკაკუნე, მხოლოდ ხალხს არ ენდობა, მძღოლს მოჰყავს.
ა.გ. - გასაგებია.
ა.ს. - …და ტოვებს.
ა.გ. - იარაღი აქვს მძღოლს?
ა.ს. - არა.
ა.ს - ეს ყველაფერი უნდა მოხდეს სახლში.
ა.გ – კარგი, მე ვაგდებ, შენ შედიხარ…
ა.ს. – კარებს ღია ტოვებ, უბრალოდ მოხურავ, ჩვენ შევალთ, ყველაფერს ავიღებთ, იმ საბუთებს პაპკით რომელიც მჭირდება და მორჩა.
ა.გ – და თუ ის არ მიღებს კარს?
ა.ს. – შეიძლება ისე გაკეთება, რომ მან მე დამინახოს.
ა.გ. – შენ დაგინახოს და შევალ მე, შენ ჩახვალ ქვემოთ.
ა.ს. – კი.
საერთო თანხა 100 000 დოლარია, თუ ხვალ გადავჭრით ამ საკითხს, მე შემიძლია თანხაზეც დავილაპარაკოთ, 50 000-ზეც.
ა.გ. – დამიმატებ?
ა.ს. – კი.
ა.გ. – იქ, როცა ჩემს თანხას ავიღებ, აქ რამდენიმე ათასი დამჭირდება.
ა.ს. – მე შენ მოგიძიებ ამ თანხას, ერთადერთი ჩვენი მოთხოვნაა, რომ იარაღის გარეშე. არის იარაღებზე მაყუჩი, მაგრამ მაინც დიდი ხმა ექნება.
ა.გ. -მოხრჩობა, ბლიად, მოვხედავ.
ა.გ. რამდენი წილისაა?
ა.ს. – 72. ყველაფერი ვიცი ამ ობიექტზე, საათობრივად, როდის მოდის, როდის მიდის, როცა ის მოდის საღამოობით, მაქსიმუმ ძაღლი გამოიყვანოს უკანა ეზოში. კამერა ვერ აფიქსირებს, დაცვა არ არის. შენ თვითონ შეხედავ.
ა.გ. - ამას მე თუ არ გავაკეთებდი მას შენ თვითონ მოკლავდი.
ა.ს. - მე თვითონ, ეს ძალიან ელემენტარულია, ეს ადვილია.
ა.გ. - ის მოვგუდო თუ თოკით თუ ხელებით, თუ როგორ?
ა.ს. - მთავარია ჩუმად, ხმის გარეშე.
- თუ ამ საქმეს გააკეთებ, კარგი შეკვეთაა ნახევარი მილიონის. იქ ჩემი ჰონორარიცაა, აი, აქ შეხედე შეაღებ სართულს…
"პირველების" ინფორმაციით, ქალი რომლის მკვლელობაც შეუკევეთეს, თბილისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მფლობელია.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას და ფარულ ჩანაწერს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს .