ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ დღეს სააკაშვილი 69 კილოგრამია, ხვალ შეიძლება იყოს 67, ზეგ კი 65, მათ შიში აქვთ - ალასანია
მესამე პრეზიდენტის დედა "ვივა მედის" კლინიკური დირექტორის განცხადებას ეხმაურება.
გიული ალასანიას თქმით, კლინიკას პასუხისმგებლობა და შიში აქვს, რადგან მათ კარგად იციან, რომ შეიძლება შეუქცევადი პროცესი წავიდეს.
ვერ ჭამს, ვერ იღებს იმ კალორიებს, რომელიც ეკუთვნის ამ სიმაღლის და ამ მონაცემების ადამიანს. ბატონმა ზურაბმა თქვა, რომ ეს ასეა, დღეს ის 69 კილოგრამია, ხვალ შეიძლება იყოს 67, ზეგ კი 65. ექიმებს აქვთ ეს პასუხისმგებლობა და შიში, რომ შეიძლება ძალიან სწრაფად წავიდეს ეს შეუქცევადი პროცესი. ნამდვილად ეტლით გადაადგილდება. არ ჭამს იმიტომ, რომ მოწამლულია. ეს მძიმე მეტალები არის მის ორგანიზმში და ამის გამოდევნა ჯერ არ მომხდარა", - ამბობს ალასანია
თუ მიხეილ სააკაშვილი საკვების მიღებას შეწყვეტს შედეგი ფატალური იქნება. კლინიკა "ვივა მედმა" დღეს პირველად თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი შესაძლოა მოკვდეს. "ვივა მედის" აღიარებით დადასტურდა ის, რასაც აქამდე ისედაც ამბობდნენ. საააკშვილი კრიტიკული პაციენტია და მას გადაუდებელი ინტენსიური თერაპია სჭირდება, რადგან შესაძლოა ნებისმიერ მომენტში მისი მდგომარეობა დამძიმდეს.
პრევენციის მიზნით გაკეთებული განცხადებით "ვივა მედი" ამბობს, რომ თუ ფატალური შედეგი დადგება ეს პაციენტის ბრალი იქნება.