თავი რომ დაიძვრინონ, დედა მოვიდესო... რა უნდა ურჩიოს? კაცს დემენცია და ათასი უბედურება დამართეს - ხაჭაპურიძე "ვივა მედზე"
შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ "ვივა მედი" შეშინებულია და კლინიკაში უკვე არარ იციან, თავი რითი დაიძვრინონ.
ადვოკატის თქმით, გიული ალასანია მესამე პრეზიდენტს ვერაფერს ურჩევს, რადგან სწორედ კლინიკაში დაემართა მას დემენცია და ათასი უბედურება
ხაშაპურიძე აცხადებს, რომ სრული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება იმ ხალხზე, რომელიც ჩართულია მის მკურნალობაში
რას ქვია, რომ პასუხისმგებლობას იხსნიან. მათი პაციენტია, იქ მიიყვანეს გამოსაჯამრთელებლად. ახლა ვისმენთ აფსურდულ განცხადებებს. არიან შეშინებულები და რა გააკეთონ აღარ იციან. იმისთვის, რომ თავი დაიძვრინონ ამ ყველაფრისგან, გამოდიან და აცხადებენ, რომ დედა მოვიდეს და რამე ურჩიოს. რა უნდა ურჩიოს? კაცს დემენცია და ათასი უბედურება დამართეს. სრული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება იმ ხალხზე, რომელიც ჩართულია მის მკურნალობაში",-ამბობს ადვოკატი.
თუ მიხეილ სააკაშვილი საკვების მიღებას შეწყვეტს შედეგი ფატალური იქნება. კლინიკა "ვივა მედმა" დღეს პირველად თქვა, რომ მესამე პრეზიდენტი შესაძლოა მოკვდეს. "ვივა მედის" აღიარებით დადასტურდა ის, რასაც აქამდე ისედაც ამბობდნენ. საააკშვილი კრიტიკული პაციენტია და მას გადაუდებელი ინტენსიური თერაპია სჭირდება, რადგან შესაძლოა ნებისმიერ მომენტში მისი მდგომარეობა დამძიმდეს.
პრევენციის მიზნით გაკეთებული განცხადებით "ვივა მედი" ამბობს, რომ თუ ფატალური შედეგი დადგება ეს პაციენტის ბრალი იქნება.