ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში ქალის ცხედარი იპოვეს - ოჯახი ამბობს, რომ ცხედარს წამების კვალი აღენიშნება
მკვლელობა თუ თვითმკვლელობა? ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში 40 წელს გადაცილებული ქალის ცხედარი იპოვეს. საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ ქალმა თავი მოიკლა, თუმცა დალი ელიზბარაშვილის ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა.
გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ ცხედარს წამების კვალი აღენიშნება.
მათი მთავარი მოთხოვნა კი ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება და გამოძიების მკვლელობის მუხლით გადაკვალიფიცირებაა.
შვილის ახლობლებს უთხრეს, რომ სასტუმროში იპოვეს ჩამომხრჩვალი. გუშინ გადმოასვენეს, გავხსენით მიცვალებული, მეთვითონ ჩავაცვი. ვნახე ტანზე დაზიანებები, მთელ ბეჭებზე აქვს სისხლჩაქცევები, ნაცემი და დაგლეჯილია, აქვს ნაჩმეტები. ყელზე ერთი ზოლიც კი არ აქვს. დავრეკე გამომძიებელთან და ვუთხარი, რომ მათ ექსპერტიზას არ ვეთანხმებოდი. საიდან მოიტნეთ, რომ ეს არის ჩამომხრჩვალი, ის მოკლულია. ვკითხე, მაქვს თუ არა უფლება ვიცოდე სასტუმროს სახელი და ვინ არის მეპატრონე, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მითხრა. მეუბნება, რომ გაქვს უფლება, მაგრამ მერე ვისაუბროთ. როდის მერე? როცა დაიკრძალება? გამომძიებელი მეუბნება, რომ ვიპოვეთ აბაზანაში, ჩამოკიდული. ვკითხე აბაზანაში რას დაეკიდა-მეთქი და დამჯდარი იყო და დამჯდარმა ჩამოიხრჩო თავიო. ვითხოვთ დამატებით ექსპერტიზას, რაზეც უნდა დაგვთანხმდეს გამომძიებელი", -ამბობს ოჯახი.