მოვედი ჩემი შვილის სანახავად, მძიმე მდგომარეობაა - ალასანია "ვივა მედში" დღეს მეორედ მივიდა
"ვივა მედის" სკანდალური განცხადების და ფაქტობრივი აღიარების შემდეგ, დღეს უკვე მეორედ, კლინიკაში მივიდა გიული ალასანია.
ალასანია ამბობს, რომ სააკაშვილის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერებებია და სწორედ ამიტომაც ის ვერ ჭამს.
მოვედი ჩემს შვილთან სანახავად. იმიტომ, რომ მძიმე მდგომარეობაა, მაინტერესებს, როგორ არის. ადამიანი არის მოწამლული მძიმე მეტალებით, ათასჯერ ავხსენი, ვიდრე ის არ გამოვა ორგანიზმიდან, ეს ადამიანი ვერ ჭამს უბრალოდ. საქმე ის კი არაა რომ არ ჭამს, ვერ ჭამს ადამიანი“, - ამბობს ალასანია.