რამდენიც არ უნდა ვესაუბრო, მოწამლულია, ვერ ჭამს - ალასანია "ვივა მედს" პასუხობს
მიხელ სააკაშვილის მდოგმარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა. მესამე პრეზიდენტის დედა, რომელიც "ვივა მედში" დღეს უკვე მეორედ მივიდა, პალატიდან გამოსვლის შემდეგ "ვივა მედს" პასუხობს და ამბობს, რომ რაც არ უნდა ესაუბროს მის შვილს, რომ ჭამოს, ის ფიზიკურად ვერ ჭამს, რადგან ორგანიზმში მძიმე მეტალები აქვს.
ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ორ ნაბიჯსაც კი ვეღარ დგამს.
მესამე პრეზიდენტის დედის თქმით, სააკაშვილის ერტადერთი მიზანია, რომ გადარჩეს და მოესწროს უკრაინის გამარჯვებას.
რამდენიც არ უნდა ვესაუბრო, ადამიანს აქვს მძიმე მეტალები ორგანიზმში, მოწამლულია. უარს იმიტომ აცხაებს, რომ ვერ ჭამს. მე თვითონ რამდენჯერ შევესწარი, რომ რამდენიც გადაყლაპა გული აერია. თვითონაც ხომ იციან. ორი ნაბიჯი ვერ გადადგა. მოვეხმარე რომ დამჯდარიყო, ძლივს ჩავსვი. იმიტომ, რომ ვერ დადის. ორი ნაბიჯი რომ გადადგას, იმას ვერ ახერხებს. გულისხხმოს იმას, ვინც წერია, რუსეთის აგენტებს, გუნდი არაფერ შუაშია. აქ არის თუნდაც ის ფეისბუკებზე გაკეთებული განცხადებები, რომ უსათუოდ უნდა ჩამოვიდეს და ეს უნდა მოხდეს ოქტომბრამდე. აი ამ გზით ხდებოდა მისი დაბრუნება სწორედ. არ უნდა სიკვდილი, უნდა რომ იცოცხლოს და მოესწროს უკრაინის გამარჯვებას. ეს არის სწორედ მისი ერტადერთი მიზანი“, - ამბობს ალასანია.
"ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ სააკაშვილის ოჯახს მოუწოდა და უთხრა, რომ სააკაშვილი დაარწმუნონ, რომ ჭამოს, თორემ შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს.