ფული, რომელიც შვილიშვილმა ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიასვე გამოართვა

28.01.23 17:17
ფული, რომელიც შვილიშვილმა ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიასვე გამოართვა

თანხა, რომელიც შვილიშვილმა მდიდარი ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიასვე გამოართვა. 70 ათასი ლარი 26 წლის კაცმა ოჯახის წევრს რამდენიმე დღის წინ სთხოვა. 

მიზეზი რის გამოც კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშორმელმა ოჯახის წევრი მოსაკლავად გაიმეტა დიდძალი ქონებაა. სავარაუდოდ, გამზრდელი ბებიის განეიტრალების შემდეგ ახალგაზრდა კაცი იმ უნივერსიტეტის მისაკუთრებას ეცდებოდა, რომელიც 72 წლის ქალის საკუთრებაშია.

"პირველების" ინფორმაციით, ამავე უნივერსიტეტში წილს ფლობს თავად დაკავებულიც, თუმცა ბანკში არსებული დავალიანების გამო, წილს სავარაუდოდ ყადაღა ადევს.

ასევე "პირველების" ინფორმაციით, მამაკაცი პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ ავტომიბილების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და მისივე თაღლითური სქემის გამო 20-მდე ადამიანია დაზარალებულია.