შეიძლება, 10 წლის მერე დააკავონ - შს მინისტრი ბადრი ესებუაზე
ეხლა გავალ და ალბათ, რამდენიმე წუთში დაკავებული იქნება - ასე პასუხობს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური, ტერორიზმში ბრალდებულ ბადრი ესებუაზე დასმულ შეკითხვას.
შეიძლება, წლების გავიდეს, შეიძლება, 10 წლის მერე დააკავონ, არა მე, არამედ მე-4, ან მეორე მინისტრმა- ჩვეულებრივი თემაა - თქვა გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ ბანკზე თავდასხმაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სამართალდამცავი უწყებები უკვე 6 თვეზე მეტია ეძებენ, თუმცა მისი დაკავება ამ დრომდე ვერ მოახერხეს.