ჯარისკაცის მამა ომში - ექსკლუზიური ინტერვიუ არჩილ ხოფერიასთან
ჯარისკაცი მამა უკვე ფრონტის ხაზზეა - 57 წლის არჩილ ხოფერიამ უკრაინაში დაღუპული შვილის დაკრძალვის შემდეგ, ბარგი ჩაალაგა და ომში წავიდა. ამბობს, რომ ჯამბულათის საქმე უნდა დაასრულოს და უკრაინად რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლოს.
"როცა გახდა რიგი შესავსები ფლანგი რომ მყარად ყოფილიყო მე წამოვედი. ჩემმა შვილმა ზეციდან იცის ყველაფერი. მგულშემატკივრობს და მელოდება. როცა მოვა ჩემი დრო"- აცხადებს 57 წლის მებრძოლი.
შვილის სიკვდილის შემდეგ ომში წასული ჯარისკაცის მამის ამბავმა ომში მყოფ ქვეყნაში ბევრი გააოგნა. შვილმკვდარი მამა მალე უკრაინაში სამხედრო ფიცს დადებს. მიზანი ყირიმში ჩასვლა.
"დავინახე დიდი თანაგრძნობა, სიყვარული, პატივისცემა. შევხვდი მის მეგობრებს. ერთ-ერთმა გადმომცა ქუდი. ხერსონთან დარჩენია მანქანაში. ქართულად აწერია ჯაბა. მისი დაწერილია. ჩემსავით ბატიფეხურად წერდა. ჯამბულატმა ამიერი დატოვა, არჩილ ხოფერია გააკეთებს, რომ ამათი ქუდით შევიდეს ყირიმში. მე თუ არა, სხვა მაინც შევა. ამაში დარწმუნებული ვარ"- აცხადებს ხოფერია.
25 წლის ჯამბულატ ხოფერია, უკრაინაში რუსი ოკუპანტების ქიმიური იერიში დროს მოიწამლა და დაიღუპა.
ჯარისკაცის მამა - ვრცლად, ნახეთ ნატა ქაჯაიას რეპორტაჟში