ვინ არის კაცი, რომელმაც 72 წლის ბებიის მკვლელობა ქილერს დაუკვეთა - ახალი დეტალები
72 წლის ბებიის მკვლელობის დაკვეთის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა ძველი თბილისის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, 26 წლის ალექსანდრე საყვარელიძეა.
როგორც "პირველებს" ოჯახის ახლობელი უყვება, ბრალდებული ვალენტინა საყვარელიძის ლიკვიდაციისთვის ქილერს 150 ათასი დოლარის გადახდას დაპირდა.
არსებული ინფორმაციით, ფული, რომელიც შვილიშვილმა ბებიის მოსაკლავად დაქირავებულ ქილერს გადაუხადა, სავარაუდოდ, ბებიასვე გამოართვა. წყაროს ცნობით, ბრეალდებულმა 70 ათასი ლარი ბებიას რამდენიმე დღის წინ სთხოვა.
რაც შეეხება თანამდებიბის დატოვებას, ალექსანდრე საყვარელიძემ შსს ერთი წლის წინ დატოვა და დაკავებამდე ავტომობილების ბიზნესით იყო დაკავებული. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ აღნიშნული საქმიანობისას შეექმნა ახალგაზრდა კაცს ფინანსური პრობლემები.
დაკავებულის ახლობელი "ტვ პირველს" უყვება, რომ გამზრდელი ბებიის განეიტრალების შემდეგ ახალგაზრდა კაცი იმ უნივერსიტეტის მისაკუთრებას ეცდებოდა, რომელიც 72 წლის ქალის საკუთრებაშია.
სასტიკ დანაშაულში ბრალდებული 4 დღის წინ აიყვანეს. მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.